ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას შევა

მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მეუფე იაკობთანერთად პანსიონს მომავალი კვირის ბოლოს ეწვევა.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის იქნება საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. ვაპირებთ რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მას იმედი აქვს, რომ ეს ვიზიტი ვითარებას განმუხტავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები