ამირან გამყრელიძე: დღეს ვართ პიკურ პერიოდში, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს დაღმასვლა

დღეს ვართ პიკურ პერიოდში, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს დაღმასვლა. ეს ეპიდემიის განვითარების ერთგვარი ბუნებრივი მრუდია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სასიამოვნოა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი 76%-ია. იდეალური მაჩვენებელი 95%-ია, მაგრამ აპრილის დასაწყისზე ბევრად მეტია, რადგან მაშინ პირბადის ტარების მაჩვენებელი ჩამოსული იყო 50%-ზე. იანვარში გვქონდა 75%. ახლა მაჩვენებელმა აიწია და კარგია, რომ ტემპერატურის ზრდის მიუხედავად, ადამიანები პირბადეს იყენებენ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი არაა, რადგან ეპიდემიის პიკში ვართ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწტყვეტილების საფუძველზე, 13 მაისიდან უქმე დღეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები