თბილისი -907, აჭარა -141, იმერეთი -115 – კოვიდსტატისტიკა რეგიონებში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 907 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, აჭარა -141, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 77, შიდა ქართლი – 43, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117, კახეთი – 52, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 319 266 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 298 807, გარდაიცვალა 4 245 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები