ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა მდინარეში გადავარდა

ყვარლის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანა მდინარეში გადავარდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბეტონის ჯებირს დაეჯახა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა მძღოლი და ქვეითი, რომელსაც მანქანა მდინარეში გადავარდნამდე დაეჯახა.

მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები