წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძარი ლიკვიდირებულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ოთხი დღის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, კერძოდ, დაუდგენელმა პირებმა ძმების მკვლელობის გამო დაკავებული პირის სახლის გადაწვა სცადეს.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ის ინფორმაციით, კი ხანძართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები