სავარაუდოდ, კოვიდვაქცინის გართულების გამო, ახალციხელმა ექთანმა გონება დაკარგა
ახალციხის კლინიკა “იმედის” ექთანი კორონავირუსის ვაქცინაზე დღეს აიცრა. როგორც “რეგიონულ კვირას” ახალგაზრდა გოგოს თანამშრომლები უცხადებენ, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.
“ჯერ ვერაფერს გეტყვით. ფაქტი ნამდვილად მოხდა, ექთანს გაუკეთდა ვაქცინაცია და გახდა ცუდად. რეაქციას უკავშირდება თუ არა ამას ანალიტიკური ჯგუფი შეისწავლის, ამ ეტაპზე პაციენტი ძალიან ცუდადაა”,-განუცხადა “რეგიონულ კვირას” კლინიკა “იმედის” მენეჯერმა, მზია კაკოშვილმა.
კლინიკის თანამშრომლების ინფორმაციით, პაციენტი სასწრაფოდ თბილისში უნდა გადააფრინონ, თუმცა ფაქტს მენეჯერი არ ადასტურებს.
უფრო მეტ დეტალს მომხდარზე “რეგიონული კვირა” მოგვიანებით მოგაწვდით.