იმერეთში კოვიდინფიცირების 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 48 დაფიქსირდა. შემთხვევების დანარჩენი რაოდენობა სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 233.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის იმერეთში – 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი იმერეთში – 9.
142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 9 – იმერეთში.
1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაში.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი 4 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები