ფოცხოეწერში სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა.

ადგილობრივების თქმით, გაზის ბალონი იმ დროს აფეთქდა როცა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები საუზმობდნენ.

როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ “რეგიონულ კვირას”  განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“გაზის ბალონი სამზარეულოში აფეთქდა, რა დროსაც ენგურჰესზე მომუშავე მუშების ნაწილს დასრულებული ჰქონდა ვახშმობა,ნაწილი კი შენობას ტოვებდა.მზარეულებმა კი დროზე მოასწრეს ევაკუაცია,საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვაქვს”,- თქვა ბესიკ ფარცვანიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები