აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით ​ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 160 პაციენტი. მათ შორის მძიმეა 28 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 2 პირი იმყოფება.

დღეის მონაცემებით აჭარაში კოვიდ სასტუმროებში მოთავსებულია 35 პირი, საკარანტინო სივრცეში 19, თვითიზოლაციაში კი 449 მოქალაქე რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები