გარე განათებები, ხიდისა და მოაჯირის მოწყობა- ცაგერში „სოფლის პროგრამის“ კრებები გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში 1 მარტს დაწყებული “სოფლის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები გრძელდება. ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სამუშაო  ჯგუფის წევრები საირმისა და წიფერჩის თემებში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. ხმათა უმრავლესობით ზედა საირმეში -გარე განათების დასრულების სამუშაოები, საირმეში – წყალსადენის სათავე ნაგებობის-მაგისტრალის და გზაზე გამტარი არხის მოწყობა გადაწყდა, წიფერჩში, ლარჩვალსა და ბარდნალაში -გარე განათების გაგრძელების, ასევე .შიდა სასოფლო გზის საყრდენი კედლისა და ხიდის მოაჯირის მოწყობა, და წყაროს სასმელი წყლის სათაო ნაგებობის რეაბილიტაცია შეირჩა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები