ბოლო 24 საათში, დედაქალაქის შემდეგ ყველაზე მეტი, 20 კოვიდინფიცირებული იმერეთში გამოვლინდა

ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 20 დაფიქსირდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 271 872 შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 266 081-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 212, საიდანაც: 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – იმერეთში – 241.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 249 პირი, მათ შორის, 64 იმერეთში.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან იმერეთში – 10.
150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 9 – იმერეთში. 636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 316 ადამიანი.
სულ 6 ოქტომბრიდან – 3 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 444 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 997 ადამიანი, მათ შორის იმერეთში – 694.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები