ადგილების დაჯავშნა დაიწყო – როგორ ემზადებიან ტურისტული სეზონისთვის ონში

როგორ გამოიყენეს პანდემიით გამოწვეული პაუზა, როგორ ემზადებიან ახალი ტურისტული სეზონისთვის რაჭაში, ონში – ამის გასარკვევად „რეგიონული კვირა“ ონში მდებარე რამდენიმე საოჯახო სასტუმროს ეწვია.
საოჯახო სასტუმრო „მონადირის სახლი“-ს დიასახლისი ზეინაბ ჯაფარიძე, „მხატვრის სახლი“-ს მფლობელი ელენე მაგრაქველიძე და „ბარაკონი“-ს მეპატრონე ანნა ერისთავი “რეგიონულ კვირასთან” ყვებიან, რომ დამსვენებლების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდნენ, პანდემიის პერიოდი კი სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოიყენეს. ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის ყველა აქსესუარი შეიძინეს და ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდებიან. ამბობენ, რომ უცხოელ და ქართველ ტურისტებს ადგილები უკვე დაჯავშნილიც კი აქვთ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები