ლაშა ნაცვლიშვილი “პოსტვ”-ში ბრუნდება

ლაშა ნაცვლიშვილი “პოსტვის” ხელმძღვანელად ბრუნდება. ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით,  ტელევიზია უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს.

“დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები “პოსტივის” ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!”, – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები