ზვიად შალამბერიძე: კოვიდინფიცირების დინამიკა იმერეთში კლებადია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით კოვიდკლინიკებისა და სასტუმროებში პაციენტების რაოდენობის შემცირება ვირუსის კლების დინამიკამ გამოიწვია.
დღეის მონაცემებით იმერეთის მასშტაბით 500-მდე პაციენტი მკურნალობს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში ერთდროულად 1200 ინფიცირებულის მკურნალობაა შესაძლებელი.
,,დინამიკა შემცირებისკენ მიდის, როგორც მთლიანად იმერეთში,ასევე ცალკე აღებულ ყველა მუნიციპალიტეტში.ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის,რომ ის რეგულაციები, რაც დააწესა სახელმწიფომ, სწორად იქნას განხორციელებული.შესაბამისად შედეგიც სახეზეა,,- განაცხადა შალამბერიძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 998 შემთხვევა გამოვლიმდა, აქედან იმერეთში 170 დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები