“აჭარაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელმა გაფართოებული ტესტირებისა და შეზღუდვების გამო იკლო”

დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად დასტაბილურებულია. დეკემბრის თვიდან დღემდე აჭარაში კოვიდინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მნიშვნელოვანად იკლო.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თქმით, ინფიცირების კლება გაფართოებულმა ტესტირებამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპირობა.
“დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან დღემდე იკვეთება ახალი შემთხვევების შემცირება. ეს გახლდათ სწორხაზოვანი პერიოდი, რომელიც კლების მიმართულებით წავიდა, წილობრივად ანტიგენზე ტესტირება პისიარ ტესტის გამოვლენის შემთხვევებს აჭარბებს. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა ბევრად აღემატება ახალ დადასტურებულ შემთხვევებს. მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეფართოვებინა ტესტირების რეჟიმი, ამიტომ ყველა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება ემსახურებოდა მოქალაქეებს შესვენების გარეშე, ისინი უფასო კვლევას ატარებდნენ. მეორე კვირაა დაწესებულებაში აქტიურად ვატარებთ გამოკვლევებს“,-განაცხადა რუსუდან შავიშვილმა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები