წალენჯიხაში, ჭალეს მოსახლეობა ელექტროსადენების განახლებას აპროტესტებს

ხმაურია ამ წუთებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, სადაც საქართველოს ელექტროსისტემის კომპანიამ ელექტროსადენების მონტაჟი განაახლა.

ადგილობრივების თქმით, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც ოთხი მოსახლე საცხოვრებელი სახლის დატოვების სანაცვლოდ მიიღებდა კომპენსაციას, თუმცა კომპენსაცია ამდრომდე არ მიუღიათ, სეს-მა კი სამუშაოები განაახლა.

ადგილობრივების თქმით, ელექტრომოწყობილობა დასახლებულ პუნქტთან ახლოს სახიფათოა და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო პოლიციის,ისე წალენჯიხის პოლიციის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები