ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში – სამოქალქო აქტივისტებმა გუბერნიის შენობაში შეჭრა სცადეს

ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან. “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული სამოქალაქო აქტივისტები გუბერნიის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციაზე შეკრებილები, რომლებიც თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობასთან ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ და ადგილზე კარვის გაშლას გეგმავენ. აქციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები – ზვიად კუპრავა, ირაკლი კვარაცხელია და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის აქტივისტებიც შეუერთდებიან.

„დღევანდელი აქცია ტარდება „მოძრაობა საქართველოსთვის” ეგიდით. ჩვენ კარავი დავდგით თბილისში პარლამენტთან და ვაპროტესტებთ ყველა იმ უსამართლობას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. გადავწყვიტეთ, რომ მოძრავი კარავი დავდგათ დღეს აქ. კარავი, რომელიც შეიძლება ხვალ ან ერთი კვირის შემდეგ ვიხილოთ ფოთში, აბაშაში ან ქუთაისში. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, შეუძლია მოვიდეს ამ კარავთან”,- განაცხადა აქციის მონაწილემ ირაკლი კვარაცხელიამ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მომაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა, რაც პოლიციის თანამშრომლებმა მალევე განმუხტეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები