აჭარაში კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.
ბათუმის კოვიდკლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 253 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 2 პაციენტი.
აჭარის კოვიდსასტუმროებში 218 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები