ქუთაისში, უბედური შემთხვევის შედეგად, მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული სამშენებლო მანქანაზე ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა და სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა.
დაღუპული 48 წლის მამაკაცია,
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ მეტალურგიულ ქარხანაში, თუმცა იყო თუ არა დარღვეული უსაფრთხოების წესები, ამ საკითხზე არ საუბრობენ.