ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელ კოპრუსში ხანძრის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
„112-ში შემოვდა შეტყობინება ხანძრის შესახებ, ადგილზე გავიდა მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი. ხანძარი იყო 2 დან 5 კვ.მ-ზე მოდებული. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, აღმოჩენილი იქნა ერთი ცხედარი“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შემთხვევის ადგილზე, მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

“რეგიონული კვირა” მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები