რუსთავში კოვიდგადატანილ ორ მცირეწლოვანს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი გამოუვლინდა

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში ორ მცირეწლოვანს კორონავირუსის გადატანის შემდეგ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი გამოუვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”
რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ, მარინა აბულაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბავშვებს გართულებები ფილტვებზე და თირკმელებზე აღენიშნებოდათ.

“2 რუსთაველ ბავშვში კოვიდის გადატანის შემდეგ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი გამოვლინდა. ექოსკოპიით დადგინდა, რომ იყო გრთულებები ორივე შემთხვევაში ფილტვებსა და თირკმელებში. მაგალითად, სითხე იყო ფილტვში, თირკმელებში იყო ცვლილებები”,- თქვა აბულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები