ბექა ფერაძე: სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირების განახლების მიუხედავად, არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განაცხადებით, სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირების განახლების მიუხედავად, არსებითი დარღვევები არ გამოვლენილა.

მისი თქმით, ამ მონაცემებმა მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს.

“განახლდა სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებითი დარღვევები, ჩვენდა საბედნიეროდ, არ გამოვლენილა. მიუხედავად ასეთი დადებითი მონაცემებისა, წინასაახალწლო დღეები მოდის და არ მინდა ამ მონაცემებმა მოდუნების საშუალება მოგვცეს. მინდა თხოვნით მივმართო თითოეულ მოქალაქესა და ობიექტს, რომ წესები ზედმიწევნით დაიცვან,” – აცხადებს ბექა ფერაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები