სლესის ციხეზე კოშკის ნაწილი ჩამოინგრა

სლესის ციხეზე კოშკის კუთხე ჩამოინგრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია არჩილ მაისურაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ციხის ამ ნაწილს დაზიანება არ ეტყობოდა.

“სამწუხარო ფაქტია.
ჩამოინგრა სლესის ციხის კოშკის კუთხე. ამა წლის შემოდგომით ის ჯერ კიდევ დაუზიანებელი იყო”, – წერს არჩილი.

მომხდარს სოციალურ ქსელში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორიც გამოეხმაურა. ნიკოლოზ ანითიძის განმარტებით, სლესის ციხეზე მუშაობას
სააგენტოს ჯგუფი რამდენიმე დღეში დაიწყებს.

” ზეგ მიდის სააგენტოს ჯგუფი ადგილზე. მოხდება სიტუაციის შეფასება ,ადრე შესრულებულ ანაზომებთან შედარება, განისაზღვრება რესტავრაციის ბიუჯეტი 2021 წლის გეგმისთვის”, – წერს ნიკოლოზ ანთიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები