25-წლიანი მძიმე შრომით ნაშენები სახლი დაეწვათ და ღია ცის ქვეშ დარჩნენ” – ნათია და დათო ზედელაშვილებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ

“25-წლიანი მძიმე შრომით ნაშენები სახლი დაეწვათ და ღია ცის ქვეშ დარჩნენ” – ნათია და დათო ზედელაშვილებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ, რათა ცივ ზამთარს გადაურჩნენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ 23 ნოემბერს სახლი უბედური შემთხვევის შედეგად დაეწვათ. საბედნიეროდ, ოჯახის არცერთი წევრი დაშავებულა. თუმცა მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

“23 ნოემბერს, გიორგობას, დათო და ნათია ზედელაშვილებს დაეწვათ საცხოვრებელი სახლი, რომელიც 25-წლიანი მძიმე შრომითაა მონაგრებული და შეძენილი. ახლა დარჩნენ ღმერთის და კეთილი ხალხის იმედზე. მადლობა ღმერთს, რომ ოჯახი ცოცხალი გადარჩა. გთხოვთ, ვისაც რის საშუალება გაქვთ, 1 ლარიც კი საკმარისი იქნება, რომ ჭერი მაინც დავახუროთ ბინას, რადგან ღია ცის ქვეშ არ იყოს ამ ზამთარს ოჯახი. წინასწარ გიხდით ყველას მადლობას და უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმაროთ შეძლებისდაგვარად… “, – წერს თინათინ ხოხონიშვილი სოცქსელში.

დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ქვევით მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი – GE04BG0000000024633500 მიმღები-ხათუნა მოლაშვილი
თიბისი ბანკი – GE19TB7224445061100088 მიმღები-ნიკა ზედელაშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები