ქსკ “ლანჩხუთის” ყველაზე უმცროსი წევრი ანა გობრონიძე “გურული დღიურების” ფონდის სტიპენდიანტი გახდება

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და ფონდ “გურული დღიურების” დამაარსებელი გიორგი კეკელიძე ქსკ “ლანჩხუთის” ყველაზე პატარა წევრს, ანა გობრონიძეს, “გურული დღიურების” სტიპენდიას უნიშნავს. ამის შესახებ მწერალი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.

“ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის ყველაზე უმცროს წევრს, 16 წლის ანა გობრონიძეს, დღეიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ. ანა უნიჭიერესი სპორტსმენია, ამასწინ ეროვნულ ლიგაში გოლიც კი გაიტანა. დედამისი, ისევე როგორც უამრავი სხვა მშობელი, იტალიიდან ადევნებს თვალს შვილის წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება ძალიან, ძალიან დიდი იქნება”, – წერს კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები