ხანძრით დაზარალებულ სოციალურად დაუცველ ოჯახს მერია დაეხმარება

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში ხანძრის შედეგად 2 საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა, ღია ცის ქვეშ დარჩა ოჯახი, რომელსაც ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და სოციალურად დაუცვეები არიან. “რეგიონული კვირა” დაინტერესდა ოჯახის მდგომარეობით და იმ ღონისძიებებით, რასაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აპირებს დაზარალებული სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად.

დაზარალებული დარეჯან ლიპარტელიანი გვიყვება, რომ მეზობელთან გადასულმა მალევე შენიშნა, რომ მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ჰქონდა მოდებული.

“ცეცხლი ისე სწრაფად ვრცელდებოდა, ვერაფრის გამოტანა ვერ მოვასწარით, დაგვეწვა ყველაფერი, მე, ჩემი მეუღლე და შვილი დავრჩით იმის ამარა, რაც ტანზე გვეცვა, ცეცხლი მოედო ახლო მდებარე სახლსაც, რომელიც ასევე სრულად დაიწვა, მესამე სახლის გადარჩენა მეხანძრეებმა შეძლეს”.დარეჯანი და მისი მეუღლე დათო სილაგაძ სოციალურად დაუცველები არიან და მათი შემოსავალი მხოლოდ დახმარებაა. ხანძრის მომენტში ადგილობრივი თვითმმართვერლობის წარმომადგენლები მივიდნენ, საკვები და პირადი მოხმარების ნივთები გადასცეს, დახმარებაც და თანადგომაც გამოუცხადეს. როგორც ცაგერის უნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩაკვეტაძე “რეგიონულ კვირასთან” ჰყვება, ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდნენ. “ძალინ მძიმე მდგომარეობაა, არ დარჩათ არაფერი, ოჯახს უკიდურესად უჭირს, ჩვენ მათ ერთი თვის საკმარისი პროდუქტები უკვე მივუტანეთ, ვთხოვეთ, მოძებნონ საცხოვრებელი ფართი, სადაც შევლენ და ქირას მერია გადაიხდის, შემდგომში კი სარეზერვო ფონდიდან მათ სხვა დახმარებებიც მიეცემათ”,-განაცხადა მერიის სამსახურის უფროსმა.

https://www.youtube.com/watch?v=8t5bFtkZ-e4

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები