ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატმა ილია ინჯიამ, მერიის, საკრებულოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე, 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლიას საფლავი და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დღესვე, კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების ანსამბლების, სხვადასხვა წრისა და სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება ჩატარდა,”- წერია ინფორმაციაში.
