ბოლნისის მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათი 140 ოჯახს გადაეცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილთან და მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადგილზე ესტუმრა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში ტრადიციულად განხორციელდა სოციალური მხარდაჭერის ღონისძიება, რომლის ფარგლებში „სათნოების სახლისა“ და შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. სულ სააღდგომო ნობათი მიიღო 140-მა ოჯახმა, მათ შორის 22 ოჯახი წარმოადგენს შინ მოვლის სერვისის ბენეფიციარს.
სვანიძემ ბოლნისის მერიას სწორი სოციალური პოლიტიკის წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა.
„აღდგომა არის სითბოს, იმედისა და ერთმანეთის გვერდში დგომის დღესასწაული. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ოჯახების მიმართ, ვისაც მეტი მხარდაჭერა სჭირდება. მიხარია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეს ტრადიცია წლიდან წლამდე გრძელდება.
მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის მერიას სწორი სოციალური პოლიტიკის წარმართვისთვისა და თანამშრომლობისთვის. სწორედ ერთიანი ძალისხმევით ვახერხებთ, რომ მეტი ოჯახი მოვიცვათ და რეალური მხარდაჭერა მივაწოდოთ ადამიანებს.“- აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სააღდგომო პაკეტების მომზადების პროცესში ტრადიციულად კომპანია ,,სავანეთი“ ჩაერთო.
სოციალურ აქციაში ასევე მონაწილეობდნენ: სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, მერის მოადგილე თურალ ვალიევი და მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი.
