ლანჩხუთში საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი – 2026″ დასრულდა

ლანჩხუთში საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი – 2026″ დასრულდა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაესწრო.

,,უკვე მეოთხედ, ლანჩხუთში, ნოე ჟორდანიას სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს ვუმასპინძლეთ. სხვადასხვა სარეიტინგო კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ!” – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

საერთაშორისო ტურნირში 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ტურნირის მხარდამჭერი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები