ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩის მე-3 ჩიხსა და ჯანაშიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩის მე-3 ჩიხსა და ჯანაშიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში გაკეთდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
“სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და მერის მოადგილე გურამ გოლიაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
გზის რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
