ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სურსათის უვნებლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ რისკებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს, ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციისთვის აპრობირებულ მეთოდებსა და აგროსფეროსთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.

“ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს ასევე შეხვდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე რავშან ბეჟანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე და კურორტ გოდერძის დირექტორი მინურ პაქსაძე,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები