ტყიბულის მერი: სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესები აქტიურია – ველოდებით, გეოლოგების საბოლოო შედეგს, რაც განსაზღვრავს სამომავლო გეგმას

ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესები აქტიურია.

მისივე თქმით, სამომავლო გეგმა გეოლოგების დასკვნის შემდეგ განისაზღვრება.

“სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესები აქტიურია. გეოლოგებს დაემატათ სპეციალისტები და უკვე ადგილზე იკვლევენ დამატებითი ჯგუფები მიმდინარე პროცესებს. მონიტორინგს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 24-საათიან რეჟიმში. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

დილის ინფორმაციით, გაიზარდა დანგრეული სახლების რაოდენობა, ვინაიდან აქტიური მიმდინარე პროცესები. ველოდებით, გეოლოგების საბოლოო შედეგს, რაც განსაზღვრავს სამომავლო გეგმას”, – განაცხადა დავით კუბლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები