დაშავებულები არ არიან, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი – რა ვითარებაა ტყიბულში, სადაც მეწყერი ჩამოწვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში გამთენიისას ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, 5 სახლი განადგურდა.

დროულად განხორციელებული ევაკუაციის გამო, სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან – ევაკუირებულია 38 ოჯახი.

ამ დროისთვის, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი და აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები