ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ მერიის სამსახურებთან, საკრებულოს დეპუტატებთან და ა(ა)იპ – ის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
ზესტაფონის მერიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ პროგრამებსა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების აუცილებლობას.
ზესტაფონის მერმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას.
“ქალაქის განვითარებისთვის არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ყველა პროექტი კი, ქალაქისთვის ახალი შესაძლებლობაა” – აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.
შეხვედრას მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი და საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი ესწრებოდნენ.
