პაატა კუნჭულიამ ოზურგეთის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიუჯეტის საკითხები, ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები.

“ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრას მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი და სოფო რამიშვილი ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები