სოფელ ოზურგეთსა და გურიანთაში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოზურგეთის მერის მოადგილემ გურამ გოლიაძემ და მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა გენო მორჩილაძემ, მერიის თანამშრომლებთან, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შესახებ ესაუბრნენ და მათგან მოისმინეს სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები.
“მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა 27 თებერვალს, 11:00 საათიდან გაიმართება სოფელ მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში,”- წერია ინფორმაციაში.
