სულხან თამაზაშვილი: ბიძინა ივანიშვილის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ არაერთხელ იხსნა ჩვენი ქვეყანა იმ რისკებისგან, რომელიც გარე ჩარევასა და დესტაბილიზაციის მცდელობებს შეიძლებოდა მოჰყოლოდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

,,ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს 70 წლის იუბილეს! ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანას არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწია. სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დამკვიდრდა სახელმწიფოებრივი საქმის გონივრულად და მოთმინებით წარმართვის კულტურა. თანმიმდევრულმა პოლიტიკამ არაერთხელ იხსნა ჩვენი ქვეყანა იმ რისკებისგან, რომელიც გარე ჩარევასა და დესტაბილიზაციის მცდელობებს შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა მნიშვნელოვან მხარდაჭერად იქცა ქართული კულტურის, ეროვნული თვითმყოფადობისა და ტრადიციების შენარჩუნების საქმეში. 2012 წლიდან ქვეყანაში განმტკიცდა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. მისი ხელმძღვანელობით საქართველომ ყველაზე რთული გამოწვევები წარმატებით დაძლია, უწყვეტი მშვიდობა შეინარჩუნა და სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ბიძინას დაბადების დღეს. მადლობას ვუხდი იმ წვლილისთვის, რაც ქვეყნის განვითარებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში შეაქვს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება და ხედვა მომავალშიც განუზომელ როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში” – წერს სულხან თამაზაშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები