ზესტაფონში, კეთილაძისა და პუშკინის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ზესტაფონში, კეთილაძისა და პუშკინის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება ხიდის იერსახე. განახლდება, ხიდის საყრდენი სვეტები, სავალი ნაწილი როგორც ავტოტრანსპორტით მოსარგებლეთათვის, ასევე ქვეითად მოსიარულეებისთვისაც. დამონტაჟდება განათების სისტემა.

მიმდინარე სამუშაოებს ზესტაფონის მერი, ვახტანგ ღამბაშიძე, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ შერგელაშვილთან და თავმჯდომარის მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ღამბაშიძის თქმით, რეაბილიტირებული ხიდი მოძრაობის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს.

“ამ პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია. რეაბილიტირებული ხიდი არსებითად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას. რეაბილიტაციის პროცესში, სრულად შეიზღუდება მოძრობა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის ხიდის საშუალებით”, – აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ხიდის რეაბილიტაციისთვის 864 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები