ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში საკონსულტაციო კომპანია ,,ჯეპრამ“ ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში საკონსულტაციო კომპანია ,,ჯეპრამ“ ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა ფერმერებს დეტალურად გააცნეს ახალი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ახორციელებს.

“საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის (GRAIL) ბიუჯეტი 150 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. პროექტი საქართველოს ოთხ რეგიონში ხორციელდება და, მათ შორის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე ზედა არხის სარწყავ არეალს მოიცავს. პროექტი მიზნად ისახავს შერჩეულ რეგიონებში ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესებას, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდასა და ირიგაციისა და მიწის მართვის ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

აღნიშნული ინიციატივების განხორციელება ფერმერებს მეტ სარგებელს, მოსავალსა და შემოსავალს მოუტანს, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საერთო ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღეობაზე. შეხვედრას ფერმერებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის და “საქართველოს მელიორაციის” წარმომადგენლები დაესწრნენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები