ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, მაჩხვარეთში, ლანჩხუთში, ჩიბათში, ღრმაღელესა და სუფსაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

“მისი თქმით, მერია აქტიურად მუშაობს მსგავსი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რაც მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტული აქტივობების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

პროექტის ჯამური ღირებულება 602 633 ლარს შეადგენს. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები