ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ნახევარ მეტრს გადააჭარბა, დაბალ ზონაში 20-25 სმ-ია.
“დილიდან, იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი, ასევე შიდასასოფლო გზები. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის ტექნიკა.
ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება.
არსებულ ვითარებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და მოადგილე ჯამბულატ მელაძესთან ერთად გაეცნო”,- წერია ინფორმაციაში.
