დავით შერაზადიშვილი: ქრისტესშობის დღესასწაული ჩვენი ერისთვის ყოველთვის იყო და იქნება უდიდესი იმედის, სულიერი სიმტკიცისა და სიყვარულის სიმბოლო
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი – დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში ქრისტესშობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურებას დაესწრო.
სადღესასწაულო წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა
„გილოცავთ ქრისტესშობას! ეს დღესასწაული ჩვენი ერისთვის ყოველთვის იყო და იქნება უდიდესი იმედის, სულიერი სიმტკიცისა და სიყვარულის სიმბოლო. ეს წმინდა დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ერთმანეთის მხარდაჭერის, თანადგომისა და სიკეთის კეთების მნიშვნელობას. შობა ახალი სიცოცხლისა და განახლების დასაწყისია. მინდა, ეს წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატების, ჯანმრთელობისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. გისურვებთ მშვიდობას, ოჯახურ სითბოსა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას. დაე, შობის მადლი იყოს თქვენი მფარველი“, — აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.
