ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 93 წლის იუბილეს ულოცავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 93 წლის იუბილეს ულოცავს.

საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს მისი უწმინდესობის განსაკუთრებულ და ფასდაუდებელ ღვაწლს ჩვენი ერის, ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე და უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავ 93 წლის იუბილეს.

ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი ერისა და სამშობლოს წინაშე. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.”- წერს სოციალურ ქსელში გიორგი სვანიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები