,,ენერგო-პრო ჯორჯია“: რკინიგზას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, რკინიგზას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.

მათივე ცნობით, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა რკინიგზას ელექტროენერგია სრულად მიაწოდა, შესაბამისად მატარებლების გადაადგილება შეუფერხებლად გრძელდება.

დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში უამინდობამ მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია. ამ წუთებში ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

კომპანიის დამატებითი ბრიგადები დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე.

განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში.

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები