მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარე წელს საჩხერეში 24 პროექტი ხორციელდება
მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარე წელს საჩხერეში 24 პროექტი ხორციელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
,,აქედან უმრავლესობა დასრულებული, ხოლო ნაწილი მიმდინარე პროცესშია. ეს პროექტებია:
სპორტული მოედნების მშენებლობა სოფლებში: მერჯევი, ჯალაურთა, ჭალა.
საუბნო გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა სოფლებში: ლიჩი, ჯალაურთა, ცხამი, ჩიხა, სარეკი, ქორეთი.
სანიაღვრე არხის მოწყობა სოფლებში: სავანე, საირხე, ქ.საჩხერე.
საკანალიზაციო არხების რეაბილიტაცია სოფლებში: გორისა, სავანე.
ხიდების რეაბილიტაცია სოფელ იტავაზაში.
ქალაქ საჩხერეში ფანჩატურების მოწყობა.
მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამა გულისხმობს უშუალოდ მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი პროექტების განხორციელებას. წელს აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი და მასში ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება ერთად 591,700 ლარს შეადგენს”,- წერია ინფორმაციაში.
