ხულოში თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის და საფეხბურთო მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის და საფეხბურთო მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპორტულ კომპლექსში განთავსდება 200 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, ასევე განთავსდება საჭიდაო, საჭადრაკო, სავარჯიშო და სატრენაჟორო დარბაზები.

“შენობის მიმდებარედ აშენდება ფიფას სტანდარტების, 450 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი. სტადიონი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

მიმდინარე სამუშაოებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ხელმძღვანელთან ბაქარ ჩიტაიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები