ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სათათბირო ორგანოს „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, ასევე განიხილეს მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების, ხულოს მუნიციპალიტეტში 2025 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ საკითხები.
,,ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მრჩეველთა საბჭოს მოადგილეები წარუდგინა. მერის პირველი მოადგილის თანამდებობას ჯამბულატ მელაძე, ხოლო მოადგილეების თანამდებობას ნური გორგაძე და ნადიმ ვასაძე იკავებენ. მათ საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, ასევე განიხილეს მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების, ხულოს მუნიციპალიტეტში 2025 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ საკითხები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვახტანგ ბერიძემ საბჭოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო“ მერის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს და მისი მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მერისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
