ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წარმოება-დაწესებულებებს შორის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წარმოება-დაწესებულებებს შორის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომის თასი 2025-ის გამარჯვებული სასპორტო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი სასტუმრომ “ბორჯომი-ლიკანმა” დაიკავა, მესამე ადგილზე კი II ბორჯომის ქარხანის გუნდი გავიდა.

“მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან თასები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

🥇სასპორტო სკოლის გუნდი – 1500 ლარი;
🥈სასტუმროს “ბორჯომი-ლიკანის” გუნდი – 1000 ლარი;
🥉II ბორჯომის ქარხანის გუნდი – 500 ლარი.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ფერაძემ, მერის მოადგილემ ბიბო პაპიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გენადი მუმლაძემ დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ წარმოება-დაწესებულებებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრების გამართვა ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და ახალგაზრდების წახალისებას,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები