სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ერთად, სოფელ ტაბაწყურში, მოლითსა და ბალანთაში სასკოლო ინფრასტრუქტურას გაეცნო

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, პირველ მოადგილესთან გიორგი ქოჩიაშვილთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან გიორგი ტაბატაძესთან და ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა ხარაზიშვილთან ერთად, სოფელ ტაბაწყურში, მოლითსა და ბალანთაში სასკოლო ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელმძღვანელმა პირებმა ასევე დაათვალიერეს სოფელ ტაბაწყურში დასრულებული საგზაო პროექტი, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

,,პროექტის ფარგლებში 1.7 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები და წყალგამტარი მილ-ხიდები.

აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი–ბორჯომის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე სოფელ ბალანთისა და ჭიხარულის მონაკვეთები განახლდა. პროექტის ფარგლებში ჯამში დაახლოებით 12 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი მოეწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები