,,დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას”,- ამის შესახებ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი აცხადებს.
ის ქუთაისელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
,,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ასეთი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერისთვის!
მჯერა, ჩვენს გუნდთან ერთად შევძლებთ მოსახლეობისთვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას – ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის, ჩვენი თანაქალაქელების საკეთილდღეოდ!”,- აცხადებს ერემეიშვილი.
